პროექტი - „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით" საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის მთავარი მიზანია, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიულ ჭრილში შეაფასოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებლები, წარმართოს დისკუსია პოლიტიკურ პარტიებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის გენდერული კვოტების ლობირებისა და ადვოკატირების შესახებ, შექმნას ქალთა დაწინაურების მდგრადი ინტერპარტიული მექანიზმი და ხელი შეუწყოს ქალი ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლებას.


ჩვენი პროექტის უმნიშვნელოვანეს შედეგად მიგვაჩნია  ვებ-გვერდის - www. qaliskhma.ge -ს შექმნა, ეს არის პირველი ღია INFOსივრცე ქალი ამომრჩევლებისათვის, რომელმაც სრულიად ახალი პერსპექტივა უნდა დაანახოს ქალ ამომრჩეველს: გააზრებინოს ქალს საარჩევნო უფლებების რეალიზაციის მნიშვნელობა, რომელიც მან დემოკრატიული საზოგადოების სიმბოლოდ უნდა აქციოს, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს  დავანახოთ ქალი პოლიტიკოსი და ქალი ამომრჩეველი, როგორც პარტიების წარმატებისათვის აუცილებელი რესურსი.


www. qaliskhma. ge - ეს იქნება ღია სივრცე ყველა ქალი ამომრჩევლისათვის.  მისი ღირებულება არის ის, რომ ყველას ექნება უფლება ამ სივრცეში გამოთქვას აზრი, გააჟღეროს აქტუალური პრობლემები, გაითავისოს მოვალეობები და დაიცვას საკუთარი უფლებები. ამდენად ვთვლით, რომ დროთა განმავლობაში,  ვებგვერდი უნდა იქცეს ქალი ამომრჩევლების თავშეყრის ვირტუალურ სივრცედ და მოიცვას განსხვავებული აზრის, პოლიტიკური შეხედულების, ასაკისა თუ სოციალური სტატუსის მქონე ქალები, რომლებსაც გააერთიანებს ერთი მთავარი სლოგანი: შენი ხმა - შენი თავისუფლებაა და ამ მიზნების განხორციელებისათვის თითოეული თქვენგანის აქტიურობა უმნიშვნელოვანესია.

პროექტის ჯგუფი
ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის „შიდაპარტიული გენდერული დემოკრატიის განვითარება და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება მულტიმედიური ინსტრუმენტების გამოყენებით“ ფარგლებში
© ყველა უფლება დაცულია. ქალის ხმა 2015. მასალების - სტატია/ფოტო/ვიდეო რაიმე ფორმით გამოყენება აკრძალულია
Created By: Pro-Service